„ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა იმედისმომცემია, თუმცა წინ სავარაუდოდ ხანგრძლივი ბრძოლაა“ – ამის შესახებ ბრიფინგზე პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. „სიენენი“ აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პენტაგონის წარმომადგენელმა უკრაინის ძალების ოპერაციას „კონტრშეტევა“ უწოდა. აღნიშნული ტერმინის გამოყენებას აქამდე თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები თავს არიდებდნენ.