პენსიები იზრდება – ცვლილებები ბიუჯეტის პროექტი
2027 წლის ბიუჯეტში პენსიებისთვის გათვალისწინებული ხარჯი 128 მილიონი ლარით იზრდება.
მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები მთავრობის გადაწყვეტილებით შედის. შედეგად აქამდე გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარს მიაღწევს. გაზრდილ პენსიას მოქალაქეები 2027 წლის პირველი იანვრიდან აიღებენ. მაღალ მთაში მცხოვრები იმავე ასაკის მოსახლეობის პენსია კი 468 ლარი იქნება. რაც შეეხება 70 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში ყოველთვიური პენსიის რაოდენობა 60 ლარით იმატებს. სოციალური მიმართულება 2027 წლის ბიუჯეტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. როგორც პრემიერი აანონსებს, მთავრობა შეეცდება, პენსია მომავალ წლებშიც ინდექსაციით გათვალისწინებულ მაჩვენებელზე მეტით გაზარდოს. ცვლილებები ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაში აისახება.