პენსია იზრდება – 2027 წლის ბიუჯეტი
ქვეყანაში სოციალური მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს დღეს ჯანდაცვის უწყება გამოეხმაურა. როგორც ცნობილი გახდა, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია, ინდექსაციით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარს მიაღწევს. 70 წლის ზემოთ პენსიონერების პენსია კი 60 ლარით გაიზრდება და 555 ლარი იქნება. გაზრდილ პენსიას მოქალაქეები 2027 წლის პირველი იანვრიდან აიღებენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოსახლეობისთვის სოციალური პირობების მუდმივი გაუმჯობესება უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. როგორც ირინე წაქაძე განმარტავს, ამ მიმართულებით პროგრამები მომდევნო წელსაც აქტიურად განახლდება.