პენიტენციური სისტემის საქმიანობის ანგარიში

რა ხდება ციხეებში, – თეა წულუკიანმა ერთი წლის წინ შეერთებულ უწყებაში გატარებული რეფორმები შეაჯამა.

საუბარია პენიტენციურ სამსახურზე, რომელიც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ სასჯელაღსრულების სამინისტროდან კვლავ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. მინისტრმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარება მთავრობას, მესამე სექტორს და დიპლომატიურ კორპუსს გააცნო. მთავარ მიღწევად საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამებში პატიმრების ჩართვა, ბადრაგის, ახლა უკვე ესკორტის ოფიცრების სამსახურის რეფორმირება, ახალი მანქანების და ფორმების შესყიდვა და თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა სახელდება.

გამოწვევად რჩება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომელიც ყველაზე მწვავედ გლდანის ციხეში დგას. ადგილობრივთა პროტესტის მიუხედავად, ისევ გეგმაშია რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულების მოწყობა, ასევე გეგუთის ციხის გაუქმება.

დატოვე კომენტარი