სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფასიეიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი ფასიეიშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან ბრალდებული დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა და სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი.

მათივე ინფორმაციით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული უარს აცხადებდა სამსახურის მიერ მისთვის შეთავაზებულ დახმარებაზე, არ ღებულობდა მედიკამენტებს და არ აძლევდა საშუალებას მედპერსონალს, რომ მისთვის სათანადო გამოკვლევები ჩაეტარებინათ.