პენიტენციური სამსახურის განცხადება

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება პენიტენციური დაწესებულება. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შოთა თუთბერიძესა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მოსამსახურეს შორის, ინციდენტი მოხდა და საქმეზე დაწყებულია გამოძიება. უკვე მიმდინარეობს მოკვლევა და ინციდენტში მონაწილე პირს, გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება. შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ პატიმრის მონახულების შემდეგ, ბადრაგის თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა – შეაგინა და სილა გაარტყა. თუთბერიძე ასევე ამბობს, რომ აქვს ინციდენტის ამსახველი აუდიოჩანაწერიც.