პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები

გაეროს ტრიბუნიდან პრემიერი მსოფლიო ლიდერებს ქართულ ციხეებში არსებულ ვითარებაზეც ესაუბრა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პენიტენციურ სისტემაში ვითარება მკვეთღად გაუმჯობესდა. ამ კუთხით არსებული პროგრესი ევროკავშირმაც აღიარა. პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმებით საქართველო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინიციატივაში მოხვდა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყანა. ასეთი სტატუსი სულ 13-მა ქვეყანამ მიიღო და 13-ვე მათგანი სწორედ გაეროში წარადგინეს.