პედრო სანჩესის განცხადება

15:11, 18.01.2026

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, აშშ-ის გრენლანდიაში შეჭრა პუტინს დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ ადამიანად აქცევს. ამის შესახებ პედრო სანჩესმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, შტატების ნებისმიერი სამხედრო ქმედება დანიის შემადგენლობაში შემავალი კუნძულის წინააღმდეგ, დააზიანებს ნატო-ს და რუსეთის უკრაინაში შეჭრას ლეგიტიმაციას მიანიჭებს.

მსგავსი