პედოფილიის სტატისტიკა

ბოლო სამ წელიწადში 500 არასრულწლოვანი სხვადასხვა ფორმის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა – ეს არის გახსნილი შემთხვევების ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც “მოამბემ” შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღო. საგანგაშო მაჩვენებლის მიუხედავად, ქვეყანას არ გააჩნია სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო სპეციალური პროგრამები. ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, დანაშაულში ბრალდებულთა სასჯელი მინიმალურია. თემაზე მომუშავე ფსიქოლოგების ინფორმაციით, ძირითადად, ხუთიდან თერთმეთ წლამდე ბავშვებზე ძალადობენ.