პედიატრიული განყოფილება რუხის საავადმყოფოში

18:24, 01.06.2026

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრიული განყოფილება ამოქმედდა. შესაძლებელია მრავალპროფილური დიაგნოსტიკა და სრული ლაბორატორიული კვლევების ჩატარდება, მათ შორის – კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ეს აპარატურა ბავშვთა საჭიროებებზეა ადაპტირებული. ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბავშვებზე ადაპტირებული გარემო, მაღალკვალიფიციური პერსონალი და ულტრათანამედროვე აპარატურა თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება როგორც რეგიონის, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პატარა პაციენტებისთვის. უახლოეს პერიოდში კლინიკაში ბავშვთა რეანიმაციისა და ქირურგიული პროფილის განყოფილებების ჩამოყალიბებაც იგეგმება.

მსგავსი