თსსუ-ში პედიატრ ირაკლი ფაღავას 100 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ქართველი პედიატრის, ირაკლი ფაღავას 100 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი ფაღავა სხვადასხვა დროს  იყო ქვეყნის მთავარი პედიატრი და მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი, ასევე პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.

ის 200-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია. საღამოზე, რომელსაც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები და უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, ირაკლი ფაღავასადმი მიძღვნილი ფილმიც აჩვენეს.