პედაგოგიკის მეთოდოლოგია რუსთავში
რუსთავის ბაგა-ბაღებში ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია დაინერგა. პროექტი რუსთავის მერიამ შალვა ამონაშვილის აკადემიასთან თანამშრომლობით განახორციელა და შესაბამისი სერტიფიკატი ბაგა-ბაღების 700-მდე თანამშრომელმა მიიღო. საგანმანათლებლო კურსი 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო და დღეს დაიხურა. პარალელურად, მიმდინარე წელს რუსთავში შენდება ორი საბავშვო ბაღი, ორს კი სრული რეაბილიტაცია უტარდება.