პედაგოგების ვაქცინაცია გრძელდება

გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და მთავრობის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, პედაგოგების ვაქცინაცია გრძელდება. ამჯერად საინფორმაციო შეხვედრა გურიაში გაიმართა და მას 200-ზე მეტი მასწავლებელი და საინფორმაციო სფეროს წარმომადგენელი დაესწრო. მათ ინფორმაცია მიიღეს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარგებლობისა და მნიშვნელობის შესახებ. სესიებს, რომლებსაც ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მასწავლებლები დაესწრნენ, ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები უძღვებოდნენ. გაერო-ს ბავშვთა ფონდის განმარტებით, შეხვედრების შედეგად, დღეს დაახლოებით ათასი ადამიანი აიცრა.