პედაგოგების ვაქცინაცია  

მიმდინარეობს განათლების სფეროში დასაქმებულთა ვაქცინაცია.

სამედიცინო უნივერსიტეტში პედაგოგთა აცრის პროცესს განათლების მინისტრის მოადგილე გაეცნო. ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, იმუნიზაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს, რაც უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფს. მისივე ინფორმაციით, ვაქცინირებულ პედაგოგთა პროცენტული რაოდენობა მზარდია.