პედაგოგების დაჯილდოება რეგიონებში

12:30, 16.09.2025

განათლების სამინისტრომ რეგიონებში პედაგოგების დაჯილდოება დაიწყო. მინისტრი რაჭა-ლეჩხუმს ეწვია და ადგილობრივი სკოლების მასწავლებლები დააჯილდოვა. სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება. პედაგოგთა დაჯილდოება რეგიონულ დონეზე რაჭა-ლეჩხუმით დაიწყო და ყველა რეგიონში 10 ოქტომბრამდე გაიმართება.

მსგავსი