პედაგოგების დაჯილდოება
ყვარელსა და ლაგოდეხში მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის პედაგოგები დაჯილდოვდნენ. ღვაწლმოსილ პედაგოგებს ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გადასცა.
მან მასწავლებლებს პროფესიისადმი თავდადებისა და მომავალი თაობების განათლებასა და აღზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
განსაკუთრებით აღინიშნა პედაგოგთა მრავალწლიანი შრომისა და მათი საქმიანობის დაფასების მნიშვნელობა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.