პედაგოგების დაჯილდოება

15:33, 03.10.2025

განათლების მინისტრმა მთაწმინდის რაიონის პედაგოგები დააჯილდოვა და მათ სერტიფიკატები გადასცა. მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. როგორც სამინისტროში ამბობენ, ეს ინიციატივა პედაგოგთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და დაფასებას ემსახურება. ისინი ასევე დაესწრებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც 27 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

მსგავსი