პაველ ჰერჩინსკის კომენტარი
ევროპის დღეები თბილისის შემდეგ ბათუმში იმართება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა. პაველ ჰერჩინსკიმ განცხადებები მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთა. მათ შორის მზია ამაღლობელის საქმესაც გამოეხმაურა. ჰერჩინსკი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესებს ყურადღებით აკვირდება და იმედი აქვს, რომ სამართალი აღსრულდება. მისი თქმით, საქართველოში მრავალი აქტივისტის, პოლიტიკოსის და ადამიანის მიმართ უკიდურესად არაპროპორციული განაჩენი დგება. რაც შეეხება მმართველი გუნდის ბოლოდროინდელ ბრალდებებს, ჰერჩინკის განცხადებით, ევროკავშირი სიამაყით უჭერს მხარს საქართველოს თითქმის 30 წლის განმავლობაში, არასდროს დაუფინანსებია ძალადობა და გმობს ძალადობის ნებისმიერ ფორმას.
ევროკაშირის ელჩი ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებსა და საკანონმდებლო ცვლილებებსაც გამოეხმაურა. პაველ ჰერჩინკის შეფასებით, ხდება დრაკონული კანონების მიღება, რაც შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას.