პაველ ჰერჩინსკის განცხადება

12:08, 23.03.2024

ევროკავშირის ელჩი საქართველოში რეფორმების აუცილებლობასა და ცხრა ნაბიჯის შესრულების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ევროგაერთიანების ლიდერები მოუწოდებენ ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მზადება დააჩქაროს. მისივე თქმით, ლიდერებმა საქართველოს მოუწოდეს, გააძლიეროს ძალისხმევა რეფორმების მიმართულებით, განახორციელოს ცხრა ნაბიჯი.

სერიოზულად ვემზადებით გაფართოებისთვის, სერიოზულად ვუდგებით ახალი წევრი ქვეყნების მოწვევას, ლიდერებმა დაავალეს ევროკომისიას, მოამზადოს ნიადაგი დიდი გაფართოებისთვის, ასე რომ, მუშაობა გრძელდება, – აცხადებს დიპლომატი. ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საკმარისი პროგრესი იქნება მიღწეული, რათა საქართველო მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდეს.

მსგავსი