პატრონიანი ცხოველების კარდაკარ მონიტორინგი იწყება
პროგრამის ფარგლებში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები, წინასწარ გაწერილი მარშრუტით, შეამოწმებენ, იცავს თუ არა პატრონი ისეთ სტანდარტებს, როგორიც არის მაგალითად ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია. ასევე რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და ცხოველების ვაქცინაცია. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მონიტორინგი იქნება საინფორმაციო ხასიათის, პირველ ჯერზე დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება პატრონის გაფრთხილება. განმეორების შემთხვევაში კი გამოიწერება ფულადი სანქცია.