„პატრიოტთა ალიანსმა“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი წარადგინა

„პატრიოტთა ალიანსმა“ დღეს ზესტაფონის მერობის კანდიდატი წარადგინა. პარტიის სახელით მხარდაჭერის მოპოვებას ანზორ ნებიერიძე შეეცდება. მხარდამჭერებს პარტიის ლიდერები კულტურისა და შემოქმედების ცენტრში შეხვდნენ. მათ ამომრჩეველს თავიანთი სამოქმედო გეგმა გააცნეს და მათი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.