„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის გადაწყვეტილება

რატომ ტოვებს ფრაქცია საქართველოს პატრიოტებს დეპუტატი ნატო ჩხეიძე ამ დრომდე უცნობია. კონკრეტულ მიზეზებზე ოპოზიციური პარტიის წევრი განცხადებას ხვალ პლენარულ სესიაზე გააკეთებს. ჯერ კიდევ მისი თანაგუნდელი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი,  ჩხეიძეს ურჩევს მხოლოდ პარტია დატოვოს ფრაქციაში კი დარჩეს,  წინააღდეგ შემთხვევაში ფრაქია მეექვსე წევრის ჩანაცვლებას ეცდება, თუ ასე არ მოხდა პატრიოტთა ალიანსი ფრაქციას და საპარლამენტო თანამდებობებს დაკარგავს. ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს ნატო ჩხეიძეს გადაწყვეტილება  ომეგა ჯგუფისა და ტელეკომპანია იბერიას გარშემო განვითარებული მოვლენების გამო მიეღო, რადგან დეპუტატი თანაგუნდელებისგან უფრო მეტ მხარდაჭერას ელოდა.  ინაშვილმა ნატო ჩხეიძეს  ერთობლივი განცხადების გაკეთება შესთავაზა,  თუმცა ამის შემდეგ მის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.