„პატრიოტთა ალიანსის“ შეთავაზება პოლიტიკურ სპექტრს 

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას ინიციატივას სთავაზობს, რომელიც მისი აზრით, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას შეუწყობს ხელს.

ინაშვილის იდეა, მთელი საქართველოს მასშტაბით აუდიო გამოკითხვის ჩატარებას გულისხმობს, რომელმაც მოსახლეობის ხელისუფლებისადმი ნდობა-უნდობლობის საკითხი და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ დამოკიდებულება უნდა გაარკვიოს. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, უნდა გამოიკითხოს მინიმუმ მილიონ ნახევარი ადამიანი და შემდეგ ნაბიჯებზე პოლიტიკურმა მხარეებმა ამ შედეგების მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილება. მისი განცხადებით, მსგავსი გამოცდილება უკვე არსებობს და 2020 წლის ზაფხულში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მოსახლეობის მასშტაბური აუდიო გამოკითხვა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მილიონ ორასი ათასი მოქალაქის პოზიცია გაირკვა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე.