„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო კამპანია  

ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს „პატრიოტთა ალიანსის“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი.

კახა ძაგანიამ პარტიის სამოქმედო გეგმა ამჯერად მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გააცნო მოსახლეობას. პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელზეც ძაგანია მუშაობას აპირებს, შეჩერებული მშენებლობებია. გარდა ამისა, კახა ძაგანია მის კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“, დავით სერგეენკოს დებატებს სთავაზობს. ძაგანია აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანა არ არის სათანადოდ მომზადებული და ინფიცირებულების ნაწილი მკურნალობასა და ექიმის მომსახურების მიღებას ვერ ახერხებს.

დატოვე კომენტარი