„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო კამპანია

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „პატრიოტთა ალიანსის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვეძისში მოსახლეობას შეხვდა და პარტიის საარჩევნო გეგმებზე ისაუბრა. კახაბერ ძაგანიას განმარტებით, მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში საშუალო ფენის ჩამოყალიბება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.