„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერი დააზიანეს

თბილისის ცენტრში „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერი დააზიანეს. პლაკატს, რომელზეც ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი არიან გამოსახული, ფერადი საღებავი შეასხეს. მომხდარს ოკუპირებულ აფხაზეთში მის ჩასვლას უკავშირებს ირმა ინაშვილი და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებით მას ვერ შეაშინებენ.  „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.