„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუცია

„სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის შესახებ“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციას დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ.

დღესვე დაგეგმილია დოკუმენტის კენჭისყრა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იზიარებს რეზოლუციის ტექსტში გამოთქმულ მოსაზრებებს და აცხადებს, რომ ის ფაქტი რომ ყოფილი მაღალჩინოსნები გასამართლებულები არიან და ზოგიერთ მათგანზე დღესაც მიმდინარეობს გამოძიება, 2004-2012 წლებში ქვეყანაში დანაშაულებრივი რეჟიმის არსებობას ადასტურებს.