„პატრიოტთა ალიანსის“ მოსაწვევები აქციაზე 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ვარკეთილის მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა.

ირმა ინაშვილის განცხადებით, 3 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე აქცია იგეგმება, სადაც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მოსახლეობას სამოქმედო გეგმას წარუდგენენ. ირმა ინაშვილის თქმით, მათი მიზანია ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა და პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება სოხუმთან და ცხინვალთან. „პატრიოტთა ალიანსში“ განმარტავენ, რომ აქციაზე დაცული იქნება პანდემიის პირობებში არსებული ყველა რეგულაცია.

დატოვე კომენტარი