„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადება

„პატრიოტთა ალიანსის“ რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა ჯიბლაძე, დავით კირკიტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ჯიბლაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ მისი გუბერნატორობის პერიოდში მძიმე ფორმებში ხდებოდა ქონების ჩამორთმევა და მოქალაქეების უკანონოდ დაკავება. ჯიბლაძე განმარტავს, რომ კირკიტაძემ წინა ხელისუფლების ამ დანაშაულს შეცდომა უწოდა. „პატრიოტთა ალიანსი“ პროკურატურას მიმართავს და აღნიშნული განცხადების გადამოწმების მიზნით გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.