„პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივა

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ფრაქცია „პატრიოტების“ მიერ მომზადებული რეზოლუცია, – „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“, – პირველი მოსმენით განიხილა.

დოკუმენტი, რომელსაც 300 ათასი მოქალაქე აწერს ხელს, ფრაქციამ პარლამენტს წარუდგინა. მასში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა დანაშაულზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ უნდა დაეკისროთ.

საკითხს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოეხმაურნენ.