„პატრიოტთა ალიანსის“ განცხადება

„პატრიოტთა ალიანსი“ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეთანხმება.

ი​რმა ინაშვილის განცხადებით, საკითხზე მათ საკუთარი მოთხოვნა საკონსტიტუციო განხილვებისას საჯაროდ დააფიქსირეს და ახლა არ იქნებიან იქ, სადაც დგას „ნაციონალური მოძრაობა“.

20 ოპოზიციური პარტია 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადასასვლელად ერთი მილიონი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების საშუალება არსებობდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს, თუმცა ოპოზიციამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა.