„პატრიოტთა ალიანსის“ განცხადება

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ შაბათს დაგეგმილ აქციას აუქმებს.

ირმა ინაშვილის განცხადებით, მათ წინააღმდეგ პროვოკაციები იგეგმებოდა, რის გამოც აქციის ჯერ ქუთაისში გადატანის, შემდეგ კი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. ინაშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ აპლიკაცია „ვოთსაფში“ მოუვიდა ხმოვანი შეტყობინება, რომლის მიხედვითაც გროზნოში მცხოვრები საიდ ახმედი მას მიმართავდა და ინტერესდებოდა, როგორ ჩაიარა არჩევნებმა, ინაშვილი აცხადებს, რომ მსგავს პიროვნებას არ იცნობს და ესეც დაგეგმილი პროვოკაციაა. პარტიის ლიდერმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გადაწყვეტილება პარლამენტში არ შესვლისა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნის თაობაზე, ძალაში რჩება.