„პატრიოტთა ალიანსის“ განცხადება 

„პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით პერმანენტული აქციების დაწყებას კიდევ ერთხელ აანონსებს. გიორგი ლომიას განცხადებით, აქცია ქუთაისიდან დაიწყება და მთელ საქართველოს მოიცავს. ლომია აცხადებს, რომ ახლა მუშავდება და სულ მალე გამოქვეყნდება მასალები, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებს. მისი თქმით, თუ რომელიმე პარტია გარიგების შედეგად პარლამენტში შევა, ეს იქნება ლუსტრაცია და გაირკვევა, ვინ არის „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია.

 

დატოვე კომენტარი