„პატრიოტთა ალიანსის“ განაცხადი პროკურატურაში

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს. ირმა ინაშვილმა დღეს განცხადება პროკურატურაში შეიტანა. ის ძალოვანი უწყებისგან ითხოვს გამოძიებული იყოს 2004-12 წლებში პოლიტპატიმრების საქმეები და დამნაშავეების დასჯა მოხდეს. ირმა ინაშვილთან ერთად დღეს გენერალურ პროკურატურასთან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულები და მათი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.