„პატრიოტთა ალიანსის“ გადაწყვეტილება

„პატრიოტთა ალიანსი“ ხვალ აქციას რესპუბლიკის მოედანზე დამოუკიდებლად მართავს და სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებს. როგორც პარტიაში განმარტავენ, სურვილის შემთხვევაში, მათთან ერთად გამოსვლაში მონაწილეობის უფლება ექნება ყველას, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.