„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია

18:17, 30.11.2025

„პატრიოტთა ალიანსი“ „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით საერთო სახალხო ვიდეო-რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. პარტიაში ფიქრობენ, რომ ამ პროცესებში ქართველი ხალხის პოზიცია გათვალისწინებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნით, პარტიის წევრებმა რუსთაველის მეტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ირმა ინაშვილი არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს, რადგან მისივე თქმით, პროექტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

მსგავსი