„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია

საპატრიარქოს უცხადებენ მხარდაჭერას „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები და მათი აქტივისტები. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თანამოაზრეებთან ერთად, ამ წუთებში ოპერის თეატრთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში საპატრიარქოზე თავდასხმები გახშირდა და ამის მაგალითად მოჰყავთ როგორც ნინოწმინდის პანსიონში განვითარებული მოვლენები, ასევე „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში მიმდინარე და დაანონსებულ აქტივობები.

მოამბე