„პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნა

„პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითხოვს.

ფრაქციამ „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომელიც დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ სააკაშვილისა და ბოკერიას მმართველობის პერიოდში, საქართველოში დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა.

ფრაქცია დოკუმენტში აღნიშნავს, რომ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასა“და „ევროპულ საქართველოს“ ეკისრებათ.