პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები წალენჯიხიდან ჩამოდიან

საქართველო კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის პატივის მისაგებად, მრევლი თბილისში წალენჯიხიდანაც გამოემგზავრა. სასულიერო პირები და მრევლი, წალენჯიხის ცენტრში დილიდან შეიკრიბნენ. მათი ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო. სამძიმარზე წასვლის მსურველთათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტიდან თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი 20 მარტიდან უფასოდ მოძრაობს. ტრანსპორტის განრიგისა და მარშრუტის შესახებ ინფორმაციები მუნიციპალიტეტების მერიების ოფიციალურ გვერდებზეა განთავსებული. დამატებითი რეისები დანიშნა საქართველოს რკინიგზამ ფოთიდან და ზუგდიდიდან.