პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები ალავერდის ეპარქიიდან ჩამოდიან
ალავერდის ეპარქიის მრევლი და მათთან ერთად მოქალაქეები, ვისაც სურვილი აქვს პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწროს და პატივი მიაგოს უწმინდესის ხსოვნას, ორ ლოკაციაზე – ღვთისმშობლის ეკლესიასთან და თელავის თეატრთან შეიკრიბა. მრევლის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და ეპარქიების ჩართულობით. სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების კოლონა თბილისისკენ დილიდან დაიძრა.