პატრიარქისადმი მიძღვნილი ღონისძიება

18:47, 22.04.2026

ჩოხოსანთა საზოგადოებამ, პატრიარქის გარდაცვალების მე-40 დღესთან დაკავშირებით, სამების ტაძარში ღონისძიება გამართა. ღონისძიებაში 1000 ბავშვი იღებდა მონაწილეობას, ისინი ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები არიან. ბავშვებმა საკათედრო ტაძრის ეზოში, საქართველოს დროშა და წარწერა „გვიყვარხარ პატრიარქო“ გამოსახეს. ამის შემდეგ კი სამებაში პატრიარქის სახელზე, მცირე პანაშვიდი გადაიხადეს და ხილი აკურთხეს, რომელიც მოგვიანებით ბავშვებს დაურიგდათ. ორგანიზატორების განცხადებით ეს იყო ერთგვარი მადლობა ილია მეორისთვის, მისი მოღვაწეობისა და ღვაწლისთვის, რომელიც სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს პატრიარქს, ერის წინაშე გააჩნდა. ასევე, ორგანიზატორების თქმით, ბავშვებისთვის ხილის, შოკოლადისა და ნაყინის დარიგება კი თავად პატრიარქის ტრადიცია იყო, რომელსაც ის წირვის დასრულების შემდეგ აკეთებდა და დღევანდელ ღონისძიებაზეც, სწორედ ეს ფორმა გაიმეორეს, სიმბოლურ ნიშნად იმისა, რომ დღევანდელ დღესაც ილია მეორემ პატარა ჩოხოსნებს უმასპინძლა.

მსგავსი