პატრიარქის სტიქაროსნები

„მოამბე – რეგიონებს“ კვლავ პატრიარქზე საუბრით ვიწყებთ. ანა ნოდია შეხვდა ადამიანებს, ვისაც თავად უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ჩააცვა სტიქარი. მათი უმრავლესობა დღეს სასულიერო პირია და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ემსახურება, სტიქაროსნების ყველა თაობისთვის პატრიარქი პირველი მასწავლებელი და მაგალითის მიმცემი იყო. იხსენებენ, როგორ ასწავლიდა შეცდომებზე, სასჯელს ჯილდოს სიხარულით უცვლიდა და როგორი მნიშვნელოვანი იყო პატრიარქთან გატარებული ყოველი წუთი. ყურადღებიანი, მზრუნველი და სიყვარულის გამზიარებელი – ასე იხსენებენ პატრიარქთან მსახურებას მისგან შემოსილები, ამბობენ, რომ ხშირად ინტერესდებოდა მათი ცხოვრებით და აძლევდა რჩევებს. ილია მეორის „მზიანი ღამე“ მთელი ეპოქა იყო, სტიქაროსნებმა კი, რომლებსაც ჩვენს რეპორტაჟში გაიცნობთ, ამ ეპოქაში პატრიარქთან ერთად იმსახურეს.

ანა ნოდიას რეპორტაჟი #მოამბერეგიონები