პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 

21:15, 07.01.2026

პატრიარქის გზავნილები.

საშობაო ღვთისმსახურების მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია ერის სულიერი მამის საშობაო ეპისტოლე. მიმართვაში უწმინდესი და უნეტარესი შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობს და სვამს კითხვას – რით პასუხობს ადამიანი მაცხოვრის სიყვარულსა და ნდობას. ილია მეორის გზავნილია, რომ ქართველი ერის სიძლიერე ქრისტიანული ღირებულებების ერთიანობას, სულიერ და სამოქალაქო წესრიგს ეყრდნობა. ეპისტოლეში ყურადღება გამახვილებულია ადამიანების მიერ სიტყვის თავისუფლების არსის არასწორად გაგებაზე. პატრიარქი მოსახლეობას ახსენებს, რომ ყველაფრის უფლების თავისუფლებად მიჩნევა გამოუსწორებელი შეცდომა, სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება კი ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა. მისი დაძლევის გზას ილია მეორე უფლისკენ სიმართლით სვლაში, დათმენაში, მიტევებაში და ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხში ხედავს.

შობის ღამეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის გზავნილებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.

მსგავსი