პატრიარქის საკვირაო ქადაგება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს საკვირაო წირვა ჩატარდა. კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღე მიულოცა და იქადაგა. ილია მეორემ აღნიშნა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის მადლი ეკლესიას არ მოაკლდება.