პატრიარქის ქადაგება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს საკვირაო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა.

წირვის შემდეგ ილია მეორემ ტაძარში შეკრებლი მრევლი დალოცა და  ილიაობის დღესასწაულის შესახებ ესაუბრა. უწმინდესმა მრევლს შეახსენა, რომ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი წმინდა ილია წინასწარმეტყველის მთაზე  მდებარეობს. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ 2 აგვისტოს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის გარდა, წმინდა ილია მართლის ხსენების დღეც აღინიშნება.