პატრიარქის ქადაგება

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჩაატარა.

ილია მეორემ პიროვნების განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ადამიანი მოწოდებულია, განვითარდეს. უპირველეს ყოვლისა, განვითარება უნდა დაიწყოს საკუთარი თავით.

ილია მეორემ სურვილის, ლოცვის მნიშვნელობაზე და მადლიერებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში მღელვარებაა, წმინდა მამები კი ამბობენ, რომ ბოლო ჟამის დღეები დგას. ამ დროს კი ადამიანმა ღვთის მადლი უნდა ეძიოს.