პატრიარქის ქადაგება

უკრაინაში დღეს გაიგზავნება საპატრიარქოს მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია. შემოწირულებების შეგროვება კი საპატრიარქოში ისევ გრძელდება. უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, რომელმაც მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი აღასრულა. ილია მეორემ ქადაგებისას უკრაინას მშვიდობა და ომის დასრულება უსურვა. პატრიარქის განცხადებით, საზოგადოება ყველაფერს აკეთებს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.