პატრიარქის ქადაგება

დღეს სულთმოფენობაა. საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდა.სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას კათალიკოს-პატრიარქი უძღვებოდა. ილია მეორემ ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა და დღესასწაული მიულოცა. სულთმოფენობის დღეს ტაძრებს ყვავილებით რთავენ, იატაკზე კი, ახლად მოთიბულ ბალახს აფენენ. მორწმუნეები ლიტურგიაზეც ყვავილებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წელი ინახავენ.

მოამბე

დატოვე კომენტარი