პატრიარქის ქადაგება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჩაატარა, რომელმაც წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა. დღევანდელ დღეს აღდგომის განახლებას და თომას კვირასაც უწოდებენ. კვირაცხოვლობას ტაძრებში არტოსი რიგდება, საგანგებოდ გამომცხვარი პური, რომელიც აღდგომის დღიდან ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ეკლესიებში საკურთხევლის შესასვლელთან დევს. მორწმუნეები მას მთელი წლის განმავლობაში ინახავენ და უძლურების დროს იღებენ.

ილია მეორე – ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდი გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას

დატოვე კომენტარი