პატრიარქის ქადაგება

დავით წინასწარმეტყველის ხსენების დღეს, ილია მეორემ ადამიანისთვის სიმშვიდის მნიშვნელობაზე  გაამახვილა ყურადღება.

„დღეს არის ხსენება  სხვა წმინდანებთან ერთად  წმიდისა დავით წინასწარმეტყველისა, მეფისა. დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობს თავისთვის: „მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი”. სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე. სიმშვიდე აუცილებელია ჩვენთვის. ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, გვაკლია იმიტომ, რომ არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში. განაცხადა ილია მეორემ.

ილია მეორემ მეორედ მოსვლის შესახებაც იქადაგა.

„მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის. მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან, რომ „ჟამი ახლოს არისო ამბობენო“, მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება, რამდენიმე დღე დარჩა. აი, ამიტომ დავით მეფის სიტყვები – მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“ – განაცხადა ილია მეორემ.